“ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია და თინათინ ბოკუჩავა ეწვევიან.
