ახალი ამბები

პალიასტომის ტბასთან ქალის ცხედარი იპოვეს

13 ივლისი, 2017 • 3010
პალიასტომის ტბასთან ქალის ცხედარი იპოვეს

დღეს, 13 ივლისს, ფოთთან ახლოს, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს–ში განგვიცხადეს, ქალის ცხედარი ტბისა და მდინარის შესართავთან ადგილობრივებმა შეამჩნიეს. ისინი მაშინვე საპატრულო პოლიციასა და სამაშველო სამსახურებს დაუკავშირდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი