2013 წელს მსოფლიო ჯანდაცვის დღის მთავარი თემა მაღალი არტერიული წნევაა. ოცდამეერთე საუკუნეში ჰიპერტენზია ჯანდაცვის მთავარ საკითხად იქცა. ჰიპერტენზია ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას, ინსულტს, თირკმლის უკმარისობას და ნაადრევ სიკვდილიანობას. შექმნილია დოკუმენტი, “ჰიპერტენზიის მოკლე მიმოხილვა”, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიპერტენზიის მკურნალობაც და პრევენციაც შესაძლებელია, თუ მთავრობა, სამოქალაქო და კერძო სექტორი, ინდივიდები და ოჯახები აქტიურად იქნებიან ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჰიპერტენზიის შემცირებას.
ყოველი 3 ადამიანიდან ერთს მაღალი წნევა აწუხებს. ასაკის მატებასთან ერთად პროპორცია იზრდება. 10–დან ერთს აწუხებს მაღალი წნევა, თუ 20 და 30 წლის ადამიანის ჯგუფებს განვიხილავთ, ხოლო 10–დან 5–ს აწუხებს მაღალი წნევა 50 წლის ასაკის ადამიანთა ჯგუფში. ყველაზე მაღალი სიხშირით ჰიპერტენზია აფრიკის დაბალი შემოსავლების რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება.
მაღალი წნევის განვითარების რისკი შეგვიძლია შევამციროთ:
მარილის მიღების შემცირებით
ბალანსირებული დიეტით
ალკოჰოლის თავიდან აცილებით
რეგულარული ფიზიკური აქტივობით
ჯანსაღი წონის შენარჩუნებით
თამბაქოსთვის თავის არიდებით
2013 წლის მსოფლიო ჯანდაცვის დღის მიზანია:
გაზარდოს ცნობიერება მაღალი წნევის გამომწვევი მიზეზების და შედეგების შესახებ
გაავრცელოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს მაღალი არტერიული წნევის და მისგან გამოწვეული გართულებების პრევენცია
წაახალისოს ადამიანები, შეამოწმონ თავიანთი არტერიული წნევა და გაითვალისწინონ პროფესიონალთა რჩევები
არტერიული წნევის გაზომვა უნდა გახდეს შესაძლებელი ყველასთვის
მოახდინოს პროვოცირება ნაციონალური და ადგილობრივი მთავრობის, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ჯანსაღი ქცევისთვის.








