ახალი ამბები

პარლამენტთან 19 აპრილის აქციის მხარდამჭერი ფლეშმობი გაიმართა

5 აპრილი, 2013 • • 1021
პარლამენტთან 19 აპრილის აქციის მხარდამჭერი ფლეშმობი გაიმართა

აქციას, რომლის ორგანიზატორი “კრეატივ ჯგუფია”, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წარმოდგენის დასასრულს მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

 

“ჩვენ ვემხრობით საქართველოს ევროინტეგრაციას და ასევე, აუცილებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ევროპისკენ სწრაფვა. აგრეთვე, ვუერთდებით 19 აპრილის აქციას. ეს იქმნება მშვიდობიანი აქცია და მოვუწოდებთ ყველას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციაში შესვლას, დაგვიდგნენ გვერდში 19 აპრილს, 4 საათზე რუსთაველის გამზირზე,” – განაცხადა ფლეშმობის ერთ-ერთმა მონაწილემ თამუნა იოსელიანმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი