ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუს ტურისტებზე თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაციისთვის მილიონი რუბლი დააწესეს

12 ივლისი, 2017 • 4544
აფხაზეთში რუს ტურისტებზე თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაციისთვის მილიონი რუბლი დააწესეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ცნობით, გუდაუთის რაიონში რუს ტურისტებზე თავდამსხმელთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის 1 მილიონი რუბლია [დაახლოებით, 16 ათასი აშშ დოლარი] დაწესებული.

11 ივლისს გუდაუთას რაიონში, სანაპირო ზოლზე, ავტომატებით შეირაღებული ნიღბიანები რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ. ტურისტებს თან ახლდათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი. დამყაჩაღებლებმა ტურისტებს  ძვირფასეულობა, ბეჭდები, სამაჯურები და ფოტოაპარატები გამოსტაცეს. ერთ -ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას დანა დაარტყეს. მეორე მათგანმა კი ნიღბიანებს ფული შესთავაზა, რომელიც ბანკომატიდან უნდა ამოეღო. ნიღბიანები მას უახლოეს ბანკომატთან გაჰყვნენ, თუმცა ტურისტმა მათგან გაქცევა და პოლიციის გამოძახება შეძლო. ტურისტი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, დაიღუპა. დანარჩენები კი, როგორც პოლიცია ამბობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი