ახალი ამბები

დევნილების პრეტენზია ახალ ხელისუფლებასთან

5 აპრილი, 2013 • 1160
დევნილების პრეტენზია ახალ ხელისუფლებასთან

თემაზე “პასუხგაუცემელი წერილები” დევნილები “დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციასთან” ერთად ეკონომიკის სამინისტროს წინ დღეს საპროტესტო აქციას მართავენ.

 

“თელავის 53 ნომერში მცხოვრებმა 25-მა დევნილმა ოჯახმა, რომლებიც აღნიშნულ შენობაში 2008 წლის შემდეგ ცხოვრობენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი ორი თვის წინ მიწერეს. ისინი სამინისტროსგან ამ შენობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვდნენ. აინტერესებთ, ვის ბალანსზეა და რა ბედი ელით მათ. არ აქვთ ელექტროენერგია. წერილი ეკონომიკის სამინისტროს მეც მივწერე. არც ერთზე პასუხი ამ დრომდე არ არის. რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, იგივე ხდება დღესაც,”- ამბობს ლელა გულედანი, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის წარმომადგენელი.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი