როგორც ცენტრში აცხადებენ, იმისთვის, რომ ინტერნეტით რეგისტრაცია გაიაროს მაგისტრანტობის კანდიდატმა, მას უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციითვე, 2013 წელს მაგისტრანტობის მსურველები ერთსა და იმავე საგამოცდო ტესტს აღარ ჩააბარებენ, – მათთვის მიმართულებების მიხედვით მუშავდება სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები.
ღია კარის დღე მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის 10 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.
