ამ საკითხზე კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მოსაკრებლის გაძვირება უარყოფითად აისახება “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონკურენტუნარიანობაზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და
სხვა საექსპორტო ბაზრებზე.

“დღევანდელ დღემდე ჩვენი კომპანიისთვის ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებელი ყველაზე მაღალი იყო ბაზარზე და შეადგენდა 5,9 ევროს 1მ/კუბზე, როცა საქართველოში არსებული მინერალური წყლის სხვა კომპანიებისთვის მოსაკრებელი 1მ/კუბზე 4,1 ევროს შეადგენდა. დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში მოსაკრებლის დონე 1მ/კუბზე 0,1 -დან 5,7 ევრომდე მერყეობს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს გადასახადი უფრო მეტია, ვიდრე ჩვენთან – საფრანგეთია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში მინერალური წყლის მწარმოებლები შეღავათიან რეჟიმში იხდიან დღგ – ს გადასახადს. ანუ თუკი ქვეყანაში დღგ 19% -ია, წყლის მწარმოებლებისთვის იგი 7% -ით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მოსაკრებელი, რომელიც დღევანდელ დღეს განსაზღვრულია, კონკრეტულად ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მაღალია როგორც დსთ-ს, ასევე ევროპის სივრცეში” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ საექსპორტო პოტენციალს შეaმცირებს: “დღესდღეობით მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. წლების მანძილზე კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე „ბორჯომის“ ბრენდის განვითარებისათვის დიდი ძალისხმევა დახარჯა და ათეულობით მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ვწუხვართ დღეს მიღებული
გადაწყვეტილების გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს „ბორჯომის“ დღევანდელ პოზიციებს საექსპორტო ბაზრებზე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მომავალ განვითარების პერსპექტივებს.”
სქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა 5 აპრილს არის დაგეგმილი, სადაც მინერალურ წყალზე მოსაკრებლის გაზრდის საკითხი განიხილება.
ეს განცხადება მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, კომპანიებს ეს ინფორამცია აქვთ, ხოლო წარმოდგენილი პროექტი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადდა:
“ჩავთვალეთ, რომ სამართლიანი იქნებოდა მომხდარიყო ფასების გადახედვა მინერალური გაზირებული წყლის შემთხვევაში. “ბორჯომის” მაგალითზე 10 ლარის ნაცვლად ფასი უნდა იყოს 30 ლარი. სხვა წყლების შემთხვევაში, საუბარია აქაც გაძირებულ წყლებზე, ვიხილავთ ფასების 200- პროცენტიან ზრდას, ხოლო ჩვეულებრივი წყლის შემთხვევაში -100 პროცენტიან ზრდას. საუბარია იმაზე, რომ 1000 ლიტრ წყალზე დღეს გადასახდელია 10 ლარი და ამ ცნობის შემდეგ იქნება 30 ლარი”.
მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ლიტრ გაზირებულ წყალზე გადასახადი 1 თეთრის ნაცვლად 3 თეთრი იქნება. კვირიკაშვილის განცხადებით, ეს კომპანიების ნაწარმის ფასის გაძვირებას არ გამოწვევს და ისინი ამ თემით სპეკულირებას არ დაიწყებენ.
