ახალი ამბები

“ჰერკულესის” ქარხნის მუშების პროტესტი [Video]

3 აპრილი, 2013 •
“ჰერკულესის” ქარხნის მუშების პროტესტი [Video]

დღეს გამართულ აქციაზე მეტალურგებმა ქარხნის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ნაწილს თებერვლის თვის ხელფასი აქვს ასაღები, ნაწილს კი- საშვებულებო თანხა.

 

“პრობლემები გვაქვს ხელფასები, შვებულებები და თავისთავად მუშაობის გაგრძელება, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ამ წუთში,”- ამბობს ირაკლი ქართველიშვილი.

 

ავთანდილ ლობჟანიძის თქმით, მათ სურთ გაარკვიონ, თუ როდის აღდგება ქარხანაში მუშაობა.

 

აქციაში მონაწილეობას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენლებიც იღებდნენ. ირაკლი იობიძის მტკიცებით, მეტალურგების შრომის შედეგად მიღებულ ნაწარმს ქარხანა ყიდის, ხელფასებს კი არ უხდიან.

 

“სანამ არ იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, მანამ გავმართავთ აქციას აქაც, პარლამენტთანაც, რომ მოგვაქციონ ყურადღება და იქნას ამ ადამიანების მოთხოვნები ბოლომდე დაკმაყოფილებული,” – განაცხადა ემილ გუმბერიძემ.

 

ქარხნის დირექტორის ვასილ ჩხენკელის თქმით, “ჰერკულესში” ფინანსური კრიზისია: “ხელფასებს ამ კვირის ბოლომდე მიიღებენ და შვებულებისაც, ალბათ, იმ კვირას არ გადასცდება.”


მისივე განამრტებით, ქარხანა გაჩერებული არ არის, არამედ რეკონსტრუქციას უტარებენ: “გარკვეული პერიოდის მანძილზე პერიოდულად იმუშავებს და შემოდგომიდან სრულიად ამუშავდება.”

ჰერკულესის ქარხნის მუშების საპროტესტო აქცია
ჰერკულესის ქარხნის მუშების საპროტესტო აქცია

ჰერკულესის ქარხნის მუშების საპროტესტო აქცია
ჰერკულესის ქარხნის მუშების საპროტესტო აქცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი