ჰამბურგში G20 სამიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. როგორც BBC წერს, დემონსტრანტებთან შეტაკებებისას დაშავდა 76 პოლიციელი, ასევე დაშავებული არიან აქციის მონაწილეებიც.
CNN-ის ცნობით, აქციის მონაწილეები არიან ანტიკაპიტალისტები, რომლებსაც სამიტის ჩაშლა სურთ.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში” – ასე ჰქვია აქციას, რომელშიც მონაწილეობა, BBC-ის ინფორმაციით, 12 000-მა ადამიანმა მიიღო.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ აქციის ნიღბიანი მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა კი პოლიციას ქვები, ბოთლები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. დემონსტრანტებმა ააგეს ბარიკადები, დააზარალეს ბიზნესები. პოლიციის თქმით, პოლიციის ვერტმფრენის პილოტს ლაზერი მიანათეს, რათა მისთვის თვალი მოეჭრათ.
დიდი ოცეულის სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს მიმდინარეობს.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულა ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.
პოლიცია აკავებს დემონსტრანტს. ფოტო: EPA/RONNY WITTEK
პოლიცია აკავებს დემონსტრანტს. ფოტო: EPA/RONNY WITTEK
აქციის მონაწილეები ანტიკაპიტალისტური მესიჯებით. EPA/FOCKE STRANGMANN
“მერსედესის” ჩამტვრეული ფანჯრები ჰამბურგში. ფოტო: EPA/ARMANDO BABANI
აქციის მონაწილეებოს შეტაკება პოლიციასთან. ფოტო: EPA/MASSIMO PERCOSSI
აქციის მონაწილეებოს შეტაკება პოლიციასთან. ფოტო: EPA/MASSIMO PERCOSSI
აქციის მონაწილეებმა ღამით ნაგავი დაწვეს. ფოტო: EPA/FILIP SINGER
პოლიცია წყლის ჭავლით შლის აქციის მონაწილეებს. ფოტო: EPA/RONALD WITTEK
აქციის მონაწილეებმა ღამით ნაგავი დაწვეს. ფოტო: EPA/CARSTEN KOALL
აქციის მონაწილეები და პოლიცია. ფოტო: EPA/ARMANDO BABANI
epa06072357 A დემონსტრანტს ხელში უჭირავს მარტორქის ფორმის სათამაშო. ფოტო: EPA/ARMANDO BABANI
პოლიცია წმენდს ქუჩას ბეტონის ბარიკადებისგან. ფოტო: EPA/ARMANDO BABANI
პოლიცია წყლის ჭავლით შლის დემონსტრანტებს. ფოტო: EPA/RONNY WITTEK
პოლიციას გააქვს ბეტონის ბლოკებს, რომელსაც დემონსტრანტები მარიკადის მოსაწყობად იყენებდნენ EPA/ARMANDO BABANI
პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს ჯავშანმანქანაზე ასული დემონსტრანტის წინააღმდეგ. EPA/RONNY WITTEK
დემონსტრანტი პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ. ფოტო: EPA/RONNY WITTEK
პოლიციის ჯავშანმანქანა ასუფთავებს დემონსტრანტების მიერ აღმართულ ბარიკადებს. ფოტო: EPA/FILIP SINGER
საპროტესტო აქციის მონაწილე. ფოტო: EPA/FILIP SINGER
დემონსტრანტი გასაბერ დელფინზე. ფოტო: EPA/FILIP SINGER
G20 სამიტის გახსნის დღე გერმანიაში.
G20 სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს იმართება. ფოტო: EPA/FILIP SINGER