ჰამბურგში G20 სამიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. როგორც BBC წერს, დემონსტრანტებთან შეტაკებებისას დაშავდა 76 პოლიციელი, ასევე დაშავებული არიან აქციის მონაწილეებიც.
CNN-ის ცნობით, აქციის მონაწილეები არიან ანტიკაპიტალისტები, რომლებსაც სამიტის ჩაშლა სურთ.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში” – ასე ჰქვია აქციას, რომელშიც მონაწილეობა, BBC-ის ინფორმაციით, 12 000-მა ადამიანმა მიიღო.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ აქციის ნიღბიანი მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა კი პოლიციას ქვები, ბოთლები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. დემონსტრანტებმა ააგეს ბარიკადები, დააზარალეს ბიზნესები. პოლიციის თქმით, პოლიციის ვერტმფრენის პილოტს ლაზერი მიანათეს, რათა მისთვის თვალი მოეჭრათ.
დიდი ოცეულის სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს მიმდინარეობს.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულა ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.
პოლიცია აკავებს დემონსტრანტს. ფოტო: EPA/RONNY WITTEKპოლიცია აკავებს დემონსტრანტს. ფოტო: EPA/RONNY WITTEKაქციის მონაწილეები ანტიკაპიტალისტური მესიჯებით. EPA/FOCKE STRANGMANN“მერსედესის” ჩამტვრეული ფანჯრები ჰამბურგში. ფოტო: EPA/ARMANDO BABANIაქციის მონაწილეებოს შეტაკება პოლიციასთან. ფოტო: EPA/MASSIMO PERCOSSIაქციის მონაწილეებოს შეტაკება პოლიციასთან. ფოტო: EPA/MASSIMO PERCOSSIაქციის მონაწილეებმა ღამით ნაგავი დაწვეს. ფოტო: EPA/FILIP SINGERპოლიცია წყლის ჭავლით შლის აქციის მონაწილეებს. ფოტო: EPA/RONALD WITTEKაქციის მონაწილეებმა ღამით ნაგავი დაწვეს. ფოტო: EPA/CARSTEN KOALLაქციის მონაწილეები და პოლიცია. ფოტო: EPA/ARMANDO BABANIepa06072357 A დემონსტრანტს ხელში უჭირავს მარტორქის ფორმის სათამაშო. ფოტო: EPA/ARMANDO BABANIპოლიცია წმენდს ქუჩას ბეტონის ბარიკადებისგან. ფოტო: EPA/ARMANDO BABANIპოლიცია წყლის ჭავლით შლის დემონსტრანტებს. ფოტო: EPA/RONNY WITTEKპოლიციას გააქვს ბეტონის ბლოკებს, რომელსაც დემონსტრანტები მარიკადის მოსაწყობად იყენებდნენ EPA/ARMANDO BABANIპოლიცია იყენებს წყლის ჭავლს ჯავშანმანქანაზე ასული დემონსტრანტის წინააღმდეგ. EPA/RONNY WITTEKდემონსტრანტი პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ. ფოტო: EPA/RONNY WITTEKპოლიციის ჯავშანმანქანა ასუფთავებს დემონსტრანტების მიერ აღმართულ ბარიკადებს. ფოტო: EPA/FILIP SINGERსაპროტესტო აქციის მონაწილე. ფოტო: EPA/FILIP SINGERდემონსტრანტი გასაბერ დელფინზე. ფოტო: EPA/FILIP SINGERG20 სამიტის გახსნის დღე გერმანიაში. G20 სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს იმართება. ფოტო: EPA/FILIP SINGER