ახალი ამბები

დუშეთის მუნიციპალიტეტში მაშველები 5 ტურისტს ეძებენ

7 ივლისი, 2017 • 1853
დუშეთის მუნიციპალიტეტში მაშველები 5 ტურისტს ეძებენ

დუშეთის მუნიციპალიტეტში მაშველები 5 უცხოეთის მოქალაქეს ეძებენ. SOS შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გუშინ, 6 ივლისს, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მიიღო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაკარგულები შველას ითხოვდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა კოორდინატები, სადანაც SOS შეტყობინება შემოვიდა და მაშველებმა სამაშველო ღონისძიებები დაიწყეს.

სამაშველო ღონისძიებები 5 ტურისტის საპოვნელად დუშეთის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გრძელდება. შეტყობინება, სააგენტოს ინფორმაციით, გუროს ხეობის მიმდებარე ტერიტორიიდან მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი