საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, გენადი ონიშენკოს “ბორჯომთან” კითხვები აქვს:
„ჩვენ გვაქვს კითხვები „ბორჯომთან“ დაკავშირებით. ვთხოვთ კომპანიას, სინჯები წარმოგვიდგინოს მეორედ“ – განუცხადა დღეს „ინტერფაქსს“ რუსეთის სანინსპექციის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ.
კომპანია, რომელიც მინერალურ წყალ „ბორჯომს“ ასხამს, იმ ქართული კომპანიების სიაში იყო, რომელიც რუსეთის სანინსპექციის წარმომადგენლებმა ოჯერ, თებერლის ბოლოს და მარტის დასაწყისში შეამოწმეს.
რუსეთის სანინსპექციის პირველი ინსპექტირების შედეგებით, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანის უფლება „ქინძმარაულის მარანს“ და „ღვინის სახლ დუგლაძეებს“ მენიჭა.
დღეს საქართველოში რუსეთის სანინსპექციის ინსპექტირების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც საწარმოებს აღმოსავლეთ საქართველოში და აჭარაში შეამოწმებს.