თბილისის ზღვაში ავტომობილი ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, 5 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულები ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის შემდეგ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.