“22 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისოტიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი – საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოხადებას.

 

რეფერენდუმი გამოხატავდა მთელი საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ურყევ ნებას. მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა, რომლის 88 პროცენტმა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.

 

31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს – ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება, და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია.

 

მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებისთვის იბრძოდნენ, და საქართველოს პირველი პრეზიდენი ზვიად გამსახურდია, რომელიც სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყყრის ჩაატარებისა.

 

ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იცავს სახელმიფოებრივ დამოუკიდებლობას, მჯერა, ამ არჩევანს არასოდეს გადაუხვევს”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *