ახალი ამბები

ადიგენის არხში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა დაიხრჩვნენ

5 ივლისი, 2017 • 2505
ადიგენის არხში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა დაიხრჩვნენ

ადიგენში, მდინარე ქვაბლიანის ერთ–ერთ არხში, 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა დაიხრჩვნენ. თვითმხილველების თქმით, ჯერ მოზარდი ჩავარდა არხში, ხოლო ქალი მის გადასარჩენად გადახტა მდინარეში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ 112–დან ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადიგენისა და ახალციხის სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 4 წუთში გამოცხადდნენ, თუმცა ბავშვი და მამიდა უკვე დაღუპულები იყვნენ – მაშველებმა მდინარე ქვაბლიანიდან მხოლოდ ცხედრები გამოიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი