ახალი ამბები

ტრეფიკინგში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

5 ივლისი, 2017 • 1954
ტრეფიკინგში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გადაწყვეტილება 4 ივლისს მიიღო. გასამართლებული პირი მიმალვაშია.

“სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში მოტყუებით, თითქოსდა  დასაქმების პირობით, უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში.  ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა გადაბირება, განახორციელა მათი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431  მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით,  აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მისი ძებნა გამოცხადდა. სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული  დამნაშავედ ცნო  და სასჯელის სახედ  და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი