“დაკავებულს  პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. მან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა თურქეთიდან სცადა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ  ნარკოტიკის საერთო წონა 2,14 გრამია, რაც 0,584 გრამ „ჰეროინს” შეიცავს. ასევე დადგინდა, რომ პირი  დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”– აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გამოძიება  სსკ-ს 260-ე მუხლის (ნარკოტიკის შეძენა-შენახვა) მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის (საქართველოში ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანა) მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით (ნარკოტიკის მომხმარება) მიმდინარეობს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *