შსს-ს ცნობით, თბილისში  არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ორი პირი – 26 წლის ჰ.ს. და 22 წლის რ.ს. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *