რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოსკოვში საბჭოთა დროს აშენებულ ათასობით საცხოვრებელ კორპუსის დანგრევას ითვალისწინებს.
მოსკოვის მერია აცხადებს, რომ ეს შენობები დანგრეული და ვადაგასულია, თუმცა რადიო თავისუფალი ევროპის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას შენობებში მცხოვრები ათასობით ადამიანი და აქტივისტები აპროტესტებენ. ისინი ფიქრობენ, რომ შენობების მდგომარეობაზე საუბრი მხოლოდ საბაბია ამ ტერიტორიებზე ახალი, მომგებიანი შენობების ასაშენებლად. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ქალაქის მწვანე წერტილები მცირდება.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დაინგრევა 1950-იან და 1960-იან წლებში აშენებული შენობები, რომელთა უმრავლესობა ე.წ. ხროშვოკვის ტიპის კორპუსია. კანონის მიხედვით მათ ადგილას ახალი შენობები უნდა აშენდეს.
თავდაპირველად მოსკოვის მერია ქალაქში 8000 კორპუსის დანგრევას ითხოვდა, თუმცა ივნისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ეს რიცხვი 4500-მდე შემცირდა.
ქალაქის მერია აცხადებს, რომ ის ადამაინები, ვინც ამ კორპუსებში ცხოვრობენ, ექკვივალენტური ზომის ბინებს მიიღებენ, თუმცა, დემონსტრანტების თქმით, ეს არ იქნება შესაბამისი ღირებულების ქონება.
რადიო თავისუფალი ევროპის ინფორმაციით, მოსკოვის მერიამ განაცხადა, რომ საჭოთა შენობები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინგრევა, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს კორპუსის მცხოვრებთა 2/3 დაუჭერს, თუმცა აქტივისტები უკვე საუბორბენ ფალსიფიკაციის საფრთხეზე. მათი თქმით, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი ხმა დანგრევის მომხრეების სასარგებლოდ წავა.