ახალი ამბები

საიას მძღოლი: გამიმართლა, რომ ვარ საიას თანამშრომელი

28 მარტი, 2013 • 1006
საიას მძღოლი: გამიმართლა, რომ ვარ საიას თანამშრომელი

მისი თქმით, თელიას მანქანამ მათ გზა გადაუჭრა სიგნალით: „ჩვენ გზა დავუთმეთ, მაგრამ თავი გამოყო ფანჯრიდან და თქვენ ვინ ხართ, ნახე, რას გიზამთო, ვუპასუხე: რა უნდა მიქნა-თქო. გავაჩერე მანქანა, მანაც გააჩერა, გადმოვიდა და პულოვერზე მექაჩებოდა.”

 

როინ ფარტენაძემ ჟურნალისტებს გახეული პულოვერი აჩვენა.

 

„რომ დაიძაბა სიტუაცია, მანქანიდან გადმოვიდა გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა, ამ დროს თელიამ გამოიქნია სიგარეტის ბიჩოკი ჩვენი მიმართულებით.

 

 

ნასვამობა დამიდგინდა, მაგრამ დასკვნის გასაჩივრებას ვაპირებ. წუხელ ვსვამდი ღამით, მაგრამ დღეს არ ვარ ნასვამი.

 

გამიმართლა იმით, რომ ვარ საიას თანამშრომელი, თორემ არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები,”  – ამბობს როინ ფარტენაძე.

 

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გია ქარცივაძის განცხადებით, „აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომელს როინ ფარტენაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიგარეტი მიაწვა შუბლზე“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი