ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი სამი თაობით ვაკელია

თბილისის მერობის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს ენმ-ის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ამ კანდიდატურაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კოტე იოსელიანი დაასახელა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რომელიც ამ პარტიის სახელით კენჭს თბილისის მერად იყრის, იოსელიანი სამი თაობით ვაკელია, შესაბამისად, ყველაზე კარგად ესმის, რა პრობლემები აქვთ ვაკელებს და როგორ უნდა გადაიჭრას ისინი:

“ოქტომბერში თბილისი იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და ამ ქვეყანაში დაიწყება ცვლილებები სწორედ თბილისიდან. ვაკე იქნება ერთ-ერთი უბანი, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს. ჩვენი კანდიდატი სამი თაობა ვაკელია და, შესაბამისად, მე მგონი, ყველაზე კარგად იცნობს ვაკელების პრობლემებს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ კოტე არის ის ადამიანი, რომელიც ზუსტად შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას და გადაწყვეტას” – უთხრა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.