ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გიორგი იაკობაშვილი აირჩია

30 ივნისი, 2017 • 2809
პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის  თანამდებობაზე გიორგი იაკობაშვილი აირჩია

დღეს, 30 ივნისს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი იაკობაშვილი აირჩია.

გიორგი იაკობაშვილს პარლამენტმა 84 ხმით დაუჭირა მხარი. მისი უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 17 აპრილამდე განისაზღვრა. გიორგი იაკობაშვილის გარდა პარლამენტმა კენჭი მეორვეობის კიდევ ორ კანდიდატს, გიორგი გიგინეიშვილს და ლელა ფირალიშვილს უყარა, თუმცა მათ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

  1. გიგინეიშვილი აკაკი – იურისტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტი;
  2. იაკობაშვილი გიორგი –  ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი;
  3. ფირალიშვილი ლელა – ფიზიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

იხილეთ შესარჩევი კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი და კანდიდატების შფასებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი