“შემოთავაზებული ცვლილებები აუმჯობესებს არსებულ კანონს, უზრუნველყოფს მეტ პლურალიზმსა და გამჭვირვალობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში. ეს გაუმჯობესება გამოწვეულია დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების, მიზნებისა და ამოცანების დახვეწით. ძალიან პოზიტიურია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ახალი ვალდებულება, უზრუნველყოს თავისი ქსელში არსებული სხვა მაუწყებლების სიგნალის გადაცემა”, – განაცხადა დუნია მიატოვიჩმა. მის განცხადებას ეუთო–ს პრესსამსახური ავრცელებს.
დუნია მიატოვიჩის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მთვარი ნაკლია გარდამავალი დებულებების ნაკლებობა, სანამ ახალი სამეურვე საბჭო იქნება დამტკიცებული. მისი თქმით, ეს უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულ მუშაობას გარდამავალ პერიოდში.
მაუწყებლობის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით ეუთოს სამართლებრივი ანალიზი მოამზადა პროფესორმა, მედიასამართლის ექსპერტმა კეტრინ ნაიმან მეტკაფმა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო–ს წარმომადგენლის ოფისის გააგრძელებს დაკვირვებას აღნიშნული კანონის მიღების პროცესზე.
კანონპროექტის შესახებ ეუთო–ს სამართლებრივი ანალიზის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.