ახალი ამბები

“შტადლერ-რეილმა” საქართველოში შესაძლოა ვაგონშემკეთებელი ქარხანა ააშენოს – პრემიერი

30 ივნისი, 2017 • 4959
“შტადლერ-რეილმა” საქართველოში შესაძლოა ვაგონშემკეთებელი ქარხანა ააშენოს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, კომპანია “შტადლერ-რეილმა” საქართველოში შესაძლოა ვაგონშემკეთებელი ქარხანა ააშენოს. პროცესი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა.

გიორგი კვირიაკშვილის თქმით, დღეს კომპანიის პრეზიდენტი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობებს:

“დღეს შტადლერის კომპანიის პრეზიდენტი ეკნომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობებს. კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშნველოვანი დადასტურება, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი რეპუტაციის კომპანიებისთვის, როგორიცაა შტადლერ-რეილი”, – თქვა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი