ახალი ამბები

აგრარული უნივერსიტეტი აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

26 მარტი, 2013 •
აგრარული უნივერსიტეტი აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

“დღეს სამინისტრომ უნდა აღადგინოს არა მხოლოდ ავტორიზაცია, ასევე ყველა აკრედიტაცია იმ პროგრამებზე, რომელსაც ვასწავლიდით. ამის აღდგენის გარეშე, ეს ნიშნავს თვალებში ნაცრის შეყრას და უნივერსიტეტის დახურვას. ისინი, ვინც სწავლობენ, გრანტი დაეკარგებათ აკრედიტაციის გარეშე, აბიტურიენტების მიღება კი ჩავარდება, ვინაიდან ისინი არ აირჩევენ არააკრედიტირებულ პროგრამებს,”- განაცხადა ლაშა გოცორიძემ დღეს, 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პირველი ზიანი, რომელიც აკრედიტაციის საბჭომ უნივერსიტეტს მიაყენა, უკვე სახეზეა. 

 

“აგრარული უნივერსიტეტის გარშემო მიდის ნეგატიური პიარი. როდესაც 1 აპრილს ცნობარები გამოიცემა, იქ მითითებული იქნება არააკრედიტებული პროგრამები.”

 

გოცირიძე იმედოვნებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღევანდელ სხდომაზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

აგრარული უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს სხდომა დღეს უნდა ჩატარდეს. საბჭოს სხდომის პარალელურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გაიმართება, ვინაიდან, აქციის მონაწილეთა განცხადებით, აგარარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირები სწორედ განათლების სამინისტროში არიან და არა აკრედიტაციის საბჭოში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი