ახალი ამბები

პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე მაია მელიქიძე აირჩია

30 ივნისი, 2017 • 2910
პარლამენტმა  სემეკის წევრის პოზიციაზე მაია მელიქიძე აირჩია

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძე აირჩია. დღეს, 30 ივნისს, გამართულ კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

მაია მელიქიძე 2000-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით, ხოლო 2006 – 2007 წლებში – ევროპის მენეჯერთა სკოლაში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. 2015 წელს სწავლობდა ჰა5რვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით

2016 წლის 14 მარტიდან პრეზიდენტის  მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში. 2016 წლიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიები ასოცირებული პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი