ახალი ამბები

რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ერთი პირია ბრალდებული

29 ივნისი, 2017 • 1465
რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ერთი პირია ბრალდებული

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორი ფაქტის გამო რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2017  წლის 25 და 27  ივნისს  ბრალდებულმა ქალაქ  რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის   ცხოველებს – ლეკვებს, პნევმატური იარაღით  მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის  სიკვდილი გამოიწვია.

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა, უწყება ბრალდებისულისთვის გირაოს სახით 3 000 ლარის შეფარდებას მოითხოვს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც ხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც  მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი