ახალი ამბები

თამარ კორძაია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ნაძალადევში

25 მარტი, 2013 • 1349
თამარ კორძაია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ნაძალადევში

რაც შეეხება ნაძალადევის რაიონში სხვა კანდიდატებს, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი არიან: იოსებ მანჯავიძე, ზურაბ ქადაგიძე და ზვიად ჩიტიშვილი, “მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან” – გიროგი ლილუაშვილი და “მშრომელთა საბჭოდან” გია ნემსაძე. ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

 

ცნობილია ასევე “ქართული ოცნების” კანდიდატების ვინაობა სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში. სამტრედიაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია ადვოკატი პაატა კიკნაველიძე, ბაღდათის ოლქში კი- იურისტი გიორგი კახიანი.

 

შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 აპრილს ჩატარდება.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სამტრედიის – ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ნაძალადევის – ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. იმის გამო, რომ ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ, დაინიშნა აღნიშნულ ოლქებში შუალედრური არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი