ახალი ამბებიკომენტარი

ქანთარია ბუკიკიოს განცხადებაზე: როდესაც აუხსნიან საქმის ვითარებას, ის გაგებით მოეკიდება

28 ივნისი, 2017 • 16675
ქანთარია ბუკიკიოს განცხადებაზე: როდესაც აუხსნიან საქმის ვითარებას, ის გაგებით მოეკიდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ქანთარიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ბუკიკიოს საქმის ვითარებას აუხნიან – ის საკითხს გაგებით მოეკიდება:

“როდესაც ბატონი ბუკიკიო გაერკვევა, აუხსნიან მას საქმის ვითარებას, მე ვფიქრობ, რომ გაგებით მოეკიდება, რადგან ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო სწორედ ის შუალედური ვარიანტია, რომელზეც შეთანხმდა უმრავლესობა და კონსტიტუციის ეს პროექტი არ დადგა საფრთხის ქვეშ”- თქვა ქანთარიამ.

დღეს, ბათუმში ჩასვლის შემდეგ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი