10:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდება. მისამართი: მარნეული, გამგეობის შენობა.
10:30 – საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წყნეთისსაზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს ეწვევა. ადგილი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა.
12:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სადისკუსიო პლატფორმის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდება და მათ საქართველოს სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ ინფორმაციას გააცნობს. მისამართი: თბილისი, ინგოროყვას 7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
14:00 – თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 29 ივნისს, 14:00 საათზეგაიმართება ბრიფინგი “საქართველოს საშიში მტაცებლები”. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С
15:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 5საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „1+4“ პროგრამის მონაწილე სტაჟიორებს შეხვდება. თემა: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: სარგებელი და შესაძლებლობები ახალგაზდებისთვის მისამართი: თბილისი, შ. დადიანის 2/1.
17:00 – რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტროფიზიოლოგიური – არითმოლოგიის ცენტრის ,,რიტმარტის’’ პრეზენტაცია.