ნეტგაზეთი | ავლაბარში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა ავლაბარში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა – Netgazeti
RU | GE  

ავლაბარში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

თბილისში, ავლაბარში, ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში, რომლის გამოც გამნაღმველები გამოიძახეს, ტანსაცმელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, პერიმეტრი უკვე დატოვეს გამნაღმველებმა და მოძრაობა თავისუფალია.

დღეს, რამდენიმე საათის წინ, 112-ში ზარი დაფიქსირდა. მოქალაქე ამბობდა, რომ ავლაბარში საეჭვო ჩანთა იპოვა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.