„მინდა გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომლის მოწმენიც ჩვენ გავხდით. გოგიტა აბაშიძის შიმშილით გარდაცვალება ყოველი ჩვენგანის, ჩვენი ერის ტრაგედიაა. ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია, რადგან მე, როგორც ამ კუთხის შვილს და რეგიონის ხელმძღვანელს, უფლება არ მაქვს შევეგუო მსგავს ფაქტებს.

 

დღეს საქართველოს მართავს მთავრობა, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი და ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებების დაცვა. მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით მოვითხოვთ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება, რათა დროულად მოვახდინოთ სათანადო რეაგირება.

 

ასევე მინდა მადლობა მადლობა გადავუხადო დღეს გამართული აქციების მონაწილეებს საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის“ – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა.

 

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, გოგიტა აბაშიძის შიმშილის შესახებ ინფორმაცია მთავრობაში შემთხვევით გაიგეს:

 

„როგორც ვიცი, ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ხანძრის პრობლემებთან დაკავშირებით იყვნენ სოფელში ასული, სადაც შემთხვევით გაიგეს ამ ფაქტის შესახებ. იმ დღიდან ჩვენ პირად კონტროლზე გვყავდა აყვანილი ეს საქმე“.

 

როგორც მთავრობაში აცხადებენ, შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტა აბაშიძე სოფელ მახოდან სამედინიცო ცენტ „მედინაში“ იქნა გადმოყვანილი, შემდეგ კი, ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. როგორც გარდაცვლილის ექიმები ამბობენ, ბავშვი 4 კგ და 200 გრამი დაიბადა, ერთი წლის შემდეგ კი მას იგივე წონა ჰქონდა, მაშინ, როცა ბავშვი 12 კილოგრამი უნდა ყოფილიყო.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის ძიება. „ამ საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის რწმუნებულები, სოციალური აგენტები, თუ რატომ მივიდა სიტუაცია ამ მდგომარეობამდე. საუბარი იყო იმაზეც, რომ ოჯახი იმიტომ ვერ დარეგისტრირდა სოციალურ დაუცველთა ბაზაში, რომ მშობელს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. ვფიქრობ, გადასახედია კანონთან დაკავშირებული საკითხებიც“.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *