“ვაკე–საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტოტალიზატორ “აჭარაბეთში” არსებობდა ბომბი. გამოძახებულ იქნა გამნაღმველთა ჯგუფი, შემოწმდა აჭარაბეთის ტერიტორია, სადაც ბომბის არსებობის ფაქტი არ დადასტურდა.”– განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა გიზო ბასილაიამ.
მისივე თქმით, პიროვნება, რომელმაც “აჭარაბეთში” ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, ცნობილია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
