მოქმედი სასწრაფო დახმარების სამსახური სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” საკუთრებაა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ისინი ალტერნატიული სასწრაფო დახმარების სამსახურს ქმნიან, რომელიც ქალაქის მერიას დაექვემდებარება:
„ჩვენი გათავისუფლება ალდაგს უკავშირდება. ახალი სასწრაფოს შექმნა ავტომატურად გამოიწვევს გათავისუფლებული ხალხის დაბრუნებას, რადგან სამსახურს 5 თერაპიული და ორი რეანიმაციული ბრიგადა ეყოლება. სამსახური სასწრაფოს იმ ძველ შენობაში განთავსდება, რომელიც ახლა უფუნქციოდ არის დატოვებული. მერიაში ალტერნატიული სასწრაფოს პროექტი უკვე შეტანილია და მისი განხილვა მიმდინარეობს,“ – ამბობს აქციის მონაწილე ნანა გულბანი.
მედიკოსები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამ აქციის მონაწილებს ქუთაისის ყოფილი მერი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე შეხვდა:
“აღნინული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ხელისუფლებას შეუძლია გადასცეს მათ. ეს პრობლემა ხელისუფლების მოსაგვარებელია.”