CNN Turk-ის ინფორმაციით, დღეს სტამბულის ერთ-ერთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ რაიპ ერდოღანმა გონება დაკარგა.

CNN-ის ცნობით, მას ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და პრეზიდენტი მალევე მოვიდა გონს. როგორც მოგვიანებით, თავად ერდოღანმა განაცხადა, გონების დაკარგვა წნევამ გამოიწვია და ის თავს კარგად გრძნობს.

დღეს მუსლიმები რამადან–ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *