ახალი ამბები

თელეთის გზაზე ავტობუსის ამოტრიალების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

25 ივნისი, 2017 • 2473
თელეთის გზაზე ავტობუსის ამოტრიალების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე სომხური სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტობუსის სამი მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს საქმეზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი