24 ივნისს მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მოსამართლეებმა უკვე დაასახელეს კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობებზე.

კონფერენცია ორ კანდიდატს ირჩევს სასამართლოების და კოლეგიების თავმჯდომარეებს შორის, ორს კი – ამ თანამდებობაზე არმყოფ მოსამართლეთა შორის.

სასამართლოების და კოლეგიების თავმჯდომარეებს შორის ეს კანდიდატები არიან: ხვიჩა კიკილაშვილი, ირაკლი შენგელია და დიმიტრი გვრიტიშვილი. ხოლო სხვა მოსამართლეებიდან: თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო, თამარ ბეჟანიშვილი.

მოსამართლეთა კონფერენცია. ფოტო: ნეტგაზეთი,ქეთი მაჭავარიანი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *