“ანგარიშში აღიარებულია, რომ საქართველომ გაითვალისწინა კომისიის 2012 წლის ძირითადი რეკომენდაციების უმრავლესობა და ხაზგასმულია „მნიშვნელოვანი წინსვლა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზების უზრუნველყოფისა და რეადმისიის შეთანხმებებთან დაკავშირებით. კომისიამ მოიწონა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე შეკრებისა და გაერთიანების უფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში მიღწეული წინსვლა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის განცხადებით, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ევროკავშირის ანგარიში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”, – ნათქვამია განცხადებაში.


„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ ანგარიშში მოწონებულია ჩვენი ძალისხმევა რეფორმების მხრივ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში ევროკავშირთან, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ.

 

საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება  გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, შტეფან ფულეს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც ანგარიშის წარდგენისას გააკეთა:

 

„კომისრის შენიშვნები ზურგს უმაგრებს ჩვენს რწმენას, რომ სწორ გზაზე ვართ პოლიტიკური დიალოგის წამოწყების, ხელისუფლების და ქვეყნის რეფორმის მიზნით ეროვნული კონსენსუსის მიღწევის მცდელობებისა და წარსულში არსებული უსამართლობის აღმოფხვრის თვალსაზრისით“, – განაცხადა დოლიძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *