სახელმძღვანელო ბავშვის სამუშაო რვეულს, ალბომსა და აუდიომასალებსაც მოიცავს, რომელიც ბავშვებს ქართული ენის ათვისებაში დაეხმარება.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოს პილოტირება უკვე განხორციელდა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში- ახალქალაქში, ახალციხეში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულსა და ნინოწმინდაში შექმნილ სკოლამდელი აღზრდის 8 ცენტრში.

 

ამ წლებში პილოტირებაში 147 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვი და 8 მასწავლებელი მონაწილეობდა. წელს კი შესაძლებელი გახდება პროექტში ბევრად მეტი, 700-მდე ბავშვისა და 12 აღმზრდელის ჩართვა მოხდეს.

 

პროგრამა “ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *