გურამ დონაძის თქმით, გოჩა მუკბანიანმა  პირველად სასამართლო პროცესზე რამდენიმე წლის წინ
მისცა ჩვენება, შემდეგ კი, ახალი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის დეკემბერში დაიკითხა ორჯერ და მისი ორივე ჩვენება განსხვავებული იყო. 

 

მისივე განმარტებით, გოჩა მუკბანიანის ცრუ ჩვენება გამყარებულია მუკბანიანის დის ჩვენებით, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობს.

 

გურამ დონაძემ ასევე განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეგობრებმა, თანამშრომლებმა, გამოამჟღავნეს “თავიანთი
რეალური სახე” და გამოძიებას არასწორი ჩვენება მისცეს, მათ შორის არიან “რეალ ტვ”-ის ყოფილი პროდიუსერი ქეთი ხოსიტაშვილი და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც “რუსთავი 2–ში” მუშაობის დაწყებამდე შსს–ს პრესსამსახურში გურამ დონაძის დაქვემდებარებაში მუშაობდა.

 

“დავით ქაშიაშვილმა ჟურნალისტობა საერთოდ რა იყო, ამას არავინ არ უარყოფს, გურამ დონაძისგან ისწავლა გადაცემა

გურამ დონაძე
გურამ დონაძე

პატრულში. დავით ქაშიაშვილს დააწერინეს, მან დაწერა, ვერ გაიხსენა, თუ რა ქნა, არ ვიცი, ვწუხვარ, არ მინდა სიტყვა ცრუ ჩვენება გამოვიყენო, მაგრამ შეცდომით აქვს მას ეს ჩვენება დაწერილი”, – განაცხადა გურამ დონაძემ.

 

როგორც დონაძემ განაცხადა, ქაშიაშვილმა გამოძიებისთვის 2013 წლის თებერვალში მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ  2004 წლის თებერვლიდან მუშაობდა გადაცემა “პატრულში”, 2005 წლის 24 ნოემბერს კი იყო მორიგე სამსახურში და ზუსტად ახსოვს, თუ რა მოხდა იმ ღამით. დონაძის მტკიცებით, მან თავად შსს–ში მუშაობა დაიწყო 2004 წლის 9 ივლისს, შესაბამისად, ქაშიაშვილი თებერვალში ამ უწყებაში ვერაფრით ვერ იქნებოდა დასაქმებული. მან ყოფილ თანამშრომელს მოუწოდა, კარგად გაიხსენოს წლების წინ მომხდარი ამბები და სხვა მოწმეებს ნუ გაუმაგრებს ცრუ ჩვენებას. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *