ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებენ

22 ივნისი, 2017 •
არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებენ

14 არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებს და, შესაბამისად, საკომიტეტო განხილვებში ჩაერთვას არ აპირებს.

ამის შესახებ მათ დღეს, 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათთვის “სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია”, რომ “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ჩანაწერი კომისიის მუშაობის და საერთო-სახალხო განხილვების დასრულების, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა და გადაავადა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

“ვხედავთ, რომ ჩვენს რეკომენდაციებს, ჩვენს პოზიციებს, სამწუხაროდ, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ შეთანხმებული პოზიციები შემდეგ გადაითქვა და ვნახეთ, რომ მმართველი პარტია, პრაქტიკულად, ერთი პარტიის შიგნით, დახურულ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში კონსტიტუციასთან დაკავშორებით და ეს არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად მიუღებელია ამ ქვეყნის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. ამიტომ, რადგან ვხედავთ, რომ ჩართულობის შედეგად პოზიტიური ცვლილებები არ ხდება, მივიჩნევთ, რომ ეს კონსტრუქციული დიალოგის პროცესი, პრაქტიკულად, არის ფარსი და თვალთმაქცობა იმისთვის, რომ ინკლუზიურობის ილუზია შეიქმნას. მაგრამ, სინამდვილეში, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ამ ყველაფერის შედეგს. ამის გამო აღარ გვაქვს სურვილი და ვერ ვხედავთ აზრს იმისა, რომ გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან დისკუსია საკონსტიტუციო რეფირმაზე,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი