ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის მოსაზრებები სარეიტინგო კენჭისყრაზე

20 მარტი, 2013 • • 914
საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის მოსაზრებები სარეიტინგო კენჭისყრაზე
“ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ იყო ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერა გავაჟღერეთ. თვეების განმავლობაში, სამწუხაროდ, მიმდინარეობდა ძალიან უნიჭო და ცუდი კამპანია ჩვენი დეპუტატების წინააღმდეგ მათი გადაბირების და დაშინების კუთხით, რათა უმრავლესობას მოეპოვებინა საკონსტიტუციო ცვლილება. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ეს არის ქვეყნის საზიანო პოლიტიკური პროცესი.“ 
 
 
საყვარელიძე იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ შეცდომას არ დაუშვებს:
 
 
„ჩვენი შეთავაზება არის ერთგვარი ტესტი ხმების რაოდენობის დასაფიქსირებლად. ჩვენ მათ ვთავაზობთ, დავაფიქსიროთ თავიდან რამდენი ხმა აქვთ და მათ დავუმატებთ რამდენი ხმაც აკლიათ. არა მგონია, ამაზე უფრო რაცინალური და კოჰაბიტაციური შეთავაზება ვინმეს გაეჟღერებინა. მათი გადაწყვეტილებით გამოჩნდება, ვინ არის ჩართული თამაშში და ვინ ცდილობს ხელების გადაგრეხვით, დაშინებით ან სხვა მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს დაანახოს როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალა“.
 
 
უმცირესობის შეთავაზებას გუნდის ერთიანობის ჩვენების მცდელობას უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე:
 
„ეს არის მცდელობა, რომ აჩვენონ, ეს არის ერთიანი გუნდი, რომელსაც შიგნით არანაირი პრობლემები არ აქვს, რომელთაც აქვთ ერთი და იგივე პოზიცია და არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის. ყველაფერი გამოჩნდება კენჭისყრაზე. მე ვფიქრობ და ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც გრძნონენ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და რომელთაც არ სურთ ქვეყანა აღმოჩნდეს კრიზისის მდგომარეობაში. მათ სურთ აჩვენონ, რომ ყველა ერთ პოზიციაზე დგას და იწყებენ თამაშს. ვინ ბლეფობს, ეს საზოგადოებამ განსაზღვროს.“ 
 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი კენჭისყრის ჩატარებას არ ეთანხმება:
 
 
„ამა თუ იმ საკითხის სარეიტინგო კენჭისყრაზე დაყენება პარლამენტის თავმჯდომარის უფლება და არა ვალდებულებაა. მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ. „ნაციონალებს“ 4 თვე ჰქონდათ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ გუნდს მართავს ერთი ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ჩამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ნების შესაბამისად გამოჩნდა უმცირესობის პოზიცია.“ 

მასალების გადაბეჭდვის წესი