პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “აქცენტებში” რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

 

“ზუსტად არ ვიცი, რა გადაწვყეტილება იქნება მიღებული ამ საკიხთან დაკავშირებით. მე ეს შეხვედრა უკვე დატოვე. თუმცა ჩვენი პოზიცია ალბათ არ შეიცვლება. ჩვენთვის ეს საკითხი მნიშნვნელოვანი არასოდეს იყო, მისი წამოწევით უმრავლესობა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვას ცდილობს. სავარაუდოდ, უმცირესობის გადაწყვეტილება ან დღეს გვიან, ან ხვალ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილსა და უმცირესობას შორის წყალტუბოში, სასტუმრო “პრომეთეში” მიმდინარეობს.

 

საკონსტუტიციო ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენა 21 მარტს გაიმართება,” – ამის შესახებ დღეს, 19 მარტს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინე იმერლიშვილის თქმით, “დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საკონსტუტიციო ცვლილებები იქნება განხილული პირველი მოსმენით ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში.”

 

დეპუტატის თქმით, მათ არ უნდათ, რომ სერიოზული განხილვა მოეწყოს:

 

“ჩვენ დაგვპირდნენ ჩვენი კოლეგები უმცირესობიდან, რომ გააკეთებდნენ განხილვას და ამ ხნის განმავლობაში მათ არანაირი განცხადება არ აქვთ გაკეთებული და მეორე, რაც მნიშვნელოვანი და მთავარია, არ გვინდა ამდენ კანონპროექტში ჩაიკარგოს ამ ცვლილებების განხილვა. გვინდა, რომ სერიოზული განხილვა გავაკეთოთ და თითოეული მათგანის მოსაზრება, ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ ამ განხილვების პერიოდში- თუ რას ფიქრობენ, რატომ არიან მომხრეები, ან რატომ არიან წინააღმდეგები ამ ცვლილებებისა. ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთელი დღე, ხუთშაბათი დავუთმოთ საკონსტუტიციო განხილვებს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *