შსს-ს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, წითელი ხიდი-ვახტანგისის დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *