ახალი ამბებისამართალი

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

20 ივნისი, 2017 • 10325
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

დღეს, 20 ივნისს, რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 16 ივნისს რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩის N6-ის ეზოში ს.ზ-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ ს.ზ-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი