ინტერნეტ გამოცემა “ნიუ პოსტს–მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს, 18 მარტს, 16:00 საათიდან საჯარო რეესტრის თანამშრომლები სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებული რამდენიმე კოლეგის სოლიდარობის ნიშნად იფიცებიან, რასაც, შესაძლოა, საჯარო რეესტრის პარალიზება მოჰყვეს.

 

“მოგესალმებით როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნენტოს იურიდიული სამსახურის (საღამომდე) წარმომადგენელი. დღეს, 2013 წლის 18 მარტს გვათავისუფლებენ სამსახურიდან – იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილეს და ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტებს. ადგილი აქვს დასაქმებულ პირთა მიმართ უსამართლოდ საყვედურის გამოცხადებას. დასკვნები მოგვინდვია საზოგადოებისათვის”, – აღნიშნული განცხადება “ფეისბუქში”, პირად გვერდზე გამოაქვეყნა საჯარო რეესტრის თანამშრომელმა მუხრან ბურჭულაძემ.

 

ამ ეტაპზე ვერ ხერხდება იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირება და თანამშრომელთა გათავისუფლებაზე სამინისტროს პოზიციის გაგება.

მუხრან ბურჭულაძე
მუხრან ბურჭულაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *