ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს: დიღომში მდებარე საავადმყოფოებს, ტელეკომპანია „იმედს“, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს, საპატრულო პოლიციასა და ამერიკის საელჩოს.

“თელასის” ცნობით, ძლიერი ქარის გამო დღეს, დილის 7 საათზე დაზიანდა კომპანიის კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ქვესადგურებს- „დიღომი-1“ და „დიღომი-2“.
ამჟამად „თელასის“ საავარიო სამსახური ატარებს გადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს. ეს პროცესი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტებს ელექტრომომარაგება სრულად აღუდგება.
