ახალი ამბები

უსუფაშვილი: ამერიკას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს

16 მარტი, 2013 • • 1327
უსუფაშვილი: ამერიკას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს

“მაკკეინი დაინტერესდა ამ თემით, მაგრამ დაინტერესდა პოზიტურად, მას არ ჰქონია არც ერთი კრიტიკული შენიშვნა, ისიც თვლის, რომ სავაჭრო  ურთიერთობები აუცილებელია. ამერიკას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს.  იმიტომ, რომ ის პრობლემა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან, არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა, ეს არის მთელი დემოკრატიული საზოგადოების პრობლემა და ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მოვიქცეთ ისე, როგორ იქცევა დემოკრატიული სამყარო და ეს მოქცევა ნიშნავს მოქნილობას, შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს”. – განაცხადა უსუფაშვიმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ში ოფიციალური ვიზიტით 10 მარტს გაემგზავრა. უსუფაშვილის გარდა ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი. 

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილეებთან, კონგრესმენებთან და კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი