“ბენდუქიძის ერთ-ერთი ინტერვიუ გაიხსენეთ, ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიხშირე ჩამოაჭრეს “მაგთის” და “ჯეოსელს” და გადასცეს კომპანია “ბილაინს”. ეს ყველაფერი მოხდა სააკაშვილის დავალებით, იმის სანაცვლოდ, რომ სააკაშვილმა “ბილაინში” მიიღო 49%. ეს არის მისი ოჯახის ქონება. ასეთი შემიძლია ჩამოგითვალოთ რამდენიმე ათეული. სახაზინო ვალდებულებების გაყიდვასთან დაკავშირებით ხდებოდა გარიგებები, რკინიგზა გაყიდეს უცბად და შემდეგ, როცა ამერიკელები ჩაერივნენ, უკან დააბრუნეს. არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ მათ ფინანსურ დასაყრდენებს. როგორც მერაბიშვილისთვის იყო ჩოჩელი, ისე სააკაშვილისთვის იყვნენ შარანგიები, მისი ბიძაშვილები და ა.შ.”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “ღია ეთერში” საუბრისას.

 

ოქრუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ნელი ტემპებით მუშაობენ, ადრე თუ გვიან თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ისეთი მასალები გამოქვეყნდება, რომ “შესაძლოა თმები ყალყზე დაგვიდგეს”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *